ერთ-ერთი ბავშვი, რომელსაც დენმა დაარყა გარდაიცვალა. დაღუპული 13 წლის გოგონაა. ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა.

“რამდენიმე წუთის ინტერვალით მოხდა პირველი პაციენტის – ბიჭის სტაბილიზაცია და მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. რაც შეეხება 13 წლის გოგონას, შემოვიდა გულის გაჩერებით, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი,” – განაცხადა ექიმმა ირაკლი ფირცხალავამ.

“თავზარდაცემულები ვართ ყველა, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ყველასი და ყველას გაეცემა პასუხი” – კახა კალაძე ხეჩინაშვილის კლინიკაში მივიდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here