მომღერალი სოფო ნიჟარაძე ვაკის პარკში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„დავწერ, წავშლი, დავწერ, წავშლი, საერთოდ გამოვდივარ, მერე ისევ შემოვდივარ და არ ვიცი რა ვთქვა…
გული მაქვს გახეთქილი, სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, რომ ჩემი მწუხარება და თანაგრძნობა გამოვხატო დაღუპულის ოჯახის წევრების მიმართ, მაგრამ რამ უნდა შეუმსუბუქოს ის ტკივილი, რასაც ახლა ისინი განიცდიან“, – წერს სოფო ნიჟარაძე.