უმძიმესი დილა გათენდა საგარეჯოში. რამდენიმე საათის წინ თავდამსხმელმა ნაქირავები ბინის აივნიდან ცეცხლი გახსნა, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 ადამიანი კი დაჭრილია. დაღუპულთა შორის არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელიც.

ერთ-ერთი გარდაცვლილია პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი. ის მოქალაქეს გადაეფარა და დაიღუპა. ასევე საგარეჯოში მოკლული ორი პირი, 30 წლამდე ასაკის ზაზა ჩიხლაძე და 35 წლამდე ასაკის დავით ნასრაძე, ერთმანეთის ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ.

„ბიჭები უბრალოდ ლაპარაკობდნენ. აზრზე არ ვართ, ეს საშინელება საიდან მოიფიქრა. ამბობენ, მკურნალობდა კიდეცო და პრობლემები ჰქონდაო, მეუღლეც გაუგდია სახლიდან. თუ ავად იყო, სტაციონარში დაწოლილიყო, ეს რა ამბავი დაგვატეხა თავს, საშინელებათა ფილმში მგონია თავი, რომელი ვიგლოვოთ, აღარ ვიცით”- ამბობს ერთ- ერთი ადგილობრივი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here