სოციალურ ქსელში 34 წლის ბიჭის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცელდება. დაღუპულს ახლობლები ემშვიდობებიან.
“ანდროს არაფერი არ დაუმალია. მან არ იცოდა თუ სიმსივნე ქონდა. ერთ თვალში მხედველობა აკლდა. ტკივილები არანაირი არ ქონია. 5 თვე გავიდა და დარდობდა, თურქეთში უნდოდა გადასვლა. სამწუხაროდ ძალა წაერთვა ერთ ფეხში. ორი-სამი დღის მერე დამირეკა და მითხრა ხელშიც ძალა წამერთვაო. ქიმაინც რაღაც მტკივოდეს და წამალს მაინც დავლეო. გაურკვევლობაში იყო საწყალი, ვერაფერს ვერ ვეუბნებოდი, ცრემლებით ვტიროდი, ვიცოდი რაც ჭირდა, მაგრამ
გულს ხომ არ გაუხეთქავდი. ცოტა იმედი მქონდა, რომ არაფერი ტკიოდა. მე მეგონა ექიმებმაც შეცდომა დაუშვეს, მაგრამ ნეტავ შეცდომა ყოფილიყო, ეს უბედური ავადმყოფობა არ ქონოდა ანდროს, ვეუბნებოდი ბევრი რამ გადავიტანე ცხოვრებაში და არ მოვკდი და ალბათ შენი დარდი მე მომკლავს მეთქი. მართლაც ცუდად ვარ, ვეღარ ვუძლებ ამდენ ტკივილს დარდს” – წერს ერთ ერთი ახლობელი
ახალგაზრდა ბიჭი სიმსივნით გარდაიცვალა.
29 ოქტომბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია ახალგაზრდაზე, რომელმაც ოჯახი მოატყუა, რომ გერმანიაში წავიდა, სინამდვილეში კი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში იყო.
,,გთხოვთ გაავრცელოთ ეს ინფორმაცია, ეხება სენაკელები, თუ ვინმე იცნობთ ამ ადამიანს ანდრო ხურციას რომელიც სენაკელია, ცხოვრობდა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში ბოლოს, ჩემი მეგობარია, ძალიან კარგი ადამიანი.
თურმე მალავდა ავადმყოფობას,რო არ შეეწუხებინა ვინმე ვითომ გერმანიაში იყო წასული და თავი აარიდა სამეგობრო სანათესაოს, არავის უთხრა თავისი გასაჭირი, თურმე იმყოფება ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოში და სიკვდილს ებრძვის, დიაგნოზი თავის ტვინის სიმსივნე, ბოლო სტადია,უგონოდ მიერთებულია აპარატზე,წამი წამზეა მისი სიცოცხლე გაავრცელეთ იქნებ ნათესავებამდე მივიდეს ანდროს ამბავი, სავადმყოფოში უწევთ მაგრამ ნამდვილი გვარსახელი არიციან, ახლახანს გავიგე ეს ამბავი იქნებ გადავარჩინოთ!” – წერდასოციალურ ქსელში გოგი კალანდია.
დღეს კი სამწუხაროდ ბიჭი გარდაიცვალა.