ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ კორცხელში 30 სექტემბერს, ავარიის შედეგად დაშავებული ქალი წალენჯიხის მკვიდრი ცირა ლუკავაა. ახალგაზრდა ქალი მანქანით გადაადგილდებოდა რა დროსაც ავარია მოხდა. მანქანით ხეს შეეჯახა.
ავარიის ამსახველმა ფოტომ, სადაც მანქანა ხეზეა აკრული, მთელი სოციალური ქსელი აალაპარაკა. საბედნიეროდ ბავშვები და დედა საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
ცირა ლუკავა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
”მადლობა უფალს რომ არ გაგვწირა🥹🙏დაგვიცვა და დაგვიფარა იმ საფრთხისგან რომლისგან არცერთი არ ვართ დაზღვეული🥹😔მადლობაღვთისმშობელო რომ გაადაფარე ჩემს შვილებს თქვენი კალთა , დაიცავით იმ უბედურებისგან რომელიც ელოდათ და მე დღეს ყველაზე ბედნიერი დედა ვარ მსოფლიოში🙏მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდში გვედექით და ჩვენი ეს სასწაულებრივად ფაქტიურად მეორედ დაბადებამ ასე გაგახარათ❤️მადლობა ჩემო მეგობრებო ყველას სათითაოდ ამდენი ზარებისთვის და სმსბისთვის❤️
ძალიან ბევრი მესიჯია და ამ ჯერად აქ გიპასუხებთ სულყველას ღვთისწყალობით კარგადვართ და არ ინერვიულოთ❤️ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას და გითხრათ რომ ძალიან მიყვარხართ ❤️❤️მე თქვენ მაძლიერებთ❤️ზოგ-ზოგიერთების გასაგონად მინდა ვთქვა არანაირი ვიდეოს გადაღება და ტელეფონი არაფერშუაში იყო, ვინც იცის ჩემი გრაფიკი იციან რომძალიან გადაღლილი ვარ და გავითიშე ჩემდა სამწუხაროდ🫶🥹🙏არავინ არაფრისგან ვართ დაზღვეული , ასერომ რაც არვიცით მას ნუ განვიკითხავთ🙏დიახ ერთი სთ წინ დამიდია ეგ ვიდეო აგერ ისიც🥹” – წერს ავარიისას დაშავებული ქალი.