




თბილისში, პეკინის ქუჩაზე, ,,საქართველოს ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ახლახანს გავრცელდა.
როგორც ვრცელდება ბანკში ნიღბიანი პირი შეიჭრა და თანხა გაიტაცა.
თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელი შეიარაღებული იყო.
ამ წუთებში, ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
რა რაოდენობის თანხაა წაღებული ბანკიდან, უცნობია.