ჯან იამანი პოპულარული თურქი მსახიობია. ის განსაკუთრებით პოპულარულია საქართველოში. მისი ყველაზე გახმაურებული სერიალია ”ნაადრევი ფრინველი”, სადაც ჯან იამანი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.
ჯან იამანი 1989 წლის 8 ნოემბერს დაიბადა თურქეთში და ერთადერთი შვილია ოჯახში. როდესაც ჯანი ხუთი წლის იყო, მისი მშობლები დაშორდნენ. სწავლობდა იტალიურ კოლეჯში და მისი დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა აშშ-ში იურიდიულ ფაკულტეტზე.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ცოტა ხნით იმუშავა იურისტად, მაგრამ ასევე გადიოდა სამსახიობო კურსებს და პირველი ნაბიჯები გადადგა ახალ კარიერაში. რამდენიმე პატარა როლის შემდეგ, 2014 წელს გადაიღეს სერიალში „სიყვარული ჯიბრით“, ამის შემდეგ იყო „სავსე მთვარე“ (dolunay).
ჯან იამანი ფლობს ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ და თურქულ ენებს. წლების წინ „სიყვარული ჯიბრით“ გადაღების დროს შეუყვარდა მისი პარტნიორი აჯელა ტოპალოლუ. წყვილი ურთიერთობას არ მალავდა არც კამერების წინ. აჯელას შემდეგ მის ცხოვრებაში იყო ბესთემსუ ოზდემირი, რომელთან რომანიც რვა თვე გაგრძელდა და ისინი 2017 წელს ოფიციალურად დაშორდნენ.
მისი ახლანდელი შეყვარებული 29 წლის დიელეტა ლოეტაა. ის იტალიაში ცხოვრობს, პროფესიით სპორტული კომენტატორი და მოდელია. დიელეტა შესანიშნავ ფორმაშია და სამოდელო კარიერას აქტიურად მისდევს.