ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლი სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­მა­მარ­თლე­ბენ გა­ნა­ჩენს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა.

რო­გორც ის წერს, მო­სა­მარ­თლე ხა­თუ­ნა ხარ­ჩი­ლა­ვამ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გა­ნა­ჩე­ნი “მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ქა­ლებს გა­მო­უ­ტა­ნა”.

დო­რო­ყაშ­ვი­ლის თქმით, გა­ნა­ჩე­ნის მი­უ­ხე­და­ვად ბრძო­ლას არ წყვეტს.

“სამ­წუ­ხა­როა, რომ პირ­და­პირ სტრას­ბურ­გში და გა­ე­რო­ში არ შე­იძ­ლე­ბა ამ საქ­მის წა­ღე­ბა, რად­გან უმოკ­ლეს ვა­და­ში მოხ­დეს ობი­ექ­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მიღ­წე­ვა. ჩვენ გა­ვივ­ლით ყვე­ლა ინ­სტან­ცი­ას, სულ რომ ყვე­ლამ თვა­ლი და­ხუ­ჭუს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით სავ­სე საქ­მე­ზე სტა­ტუ­სი­სა და გავ­ლე­ნე­ბის გამო, ჩვენ მა­ინც მი­ვი­ღებთ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას. ამ ქე­ისს გავ­ხდით მა­გა­ლი­თად, თუ რო­გორ მუ­შა­ობს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა. მო­სა­მარ­თლე, რო­მე­ლიც უარ­ყოფს თა­ვის წინ და­დე­ბულ ფაქ­ტებს, თვალს ხუ­ჭავს ყვე­ლა­ფერ­ზე, და­ეყ­რდნო მხო­ლოდ ბრალ­დე­ბუ­ლის 10 წუ­თი­ან რეპ­ლი­კას სი­ტყვა-სი­ტყვით იმე­ო­რებს მის სი­ტყვებს! 2 წლი­ა­ნი გან­ხილ­ვის შემ­დეგ მხო­ლოდ 10 წუ­თი­ან ბრალ­დე­ბუ­ლის რეპ­ლი­კას იმე­ო­რებს. მას შე­ეძ­ლო პირ­და­პირ 2 წლის წინ მო­ეს­მი­ნა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის, გა­ე­მე­ო­რე­ბი­ნა მისი სი­ტყვე­ბი და ეთ­ქვა მა­შინ­ვე არ არის ეს ბიჭი დამ­ნა­შა­ვეო.

ამ ქალ­ბა­ტონ­მა დღეს გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ქა­ლებს. ამით მან თქვა, რომ არა­ფე­რი გეშ­ვე­ლე­ბათ ძა­ლა­დო­ბა­ში ამოგხდე­ბათ სული თუ ნეკა დო­რო­ყაშ­ვილ­მა ვერ მო­ი­გო სის­ხლის სა­მარ­თლის დავა პირ­და­პი­რი და ირი­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით სავ­სე, მა­შინ სხვა ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლ ქა­ლებს რისი იმე­დი უნდა ჰქონ­დეთ?! მე აუ­ცი­ლებ­ლად ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებ და მი­ვი­ღებ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას ჩემ­თვის, ყვე­ლა ჩემი მხარ­დამ­ჭე­რის­თვის და ყვე­ლა ძა­ლა­დო­ბა გა­მოვ­ლი­ლი ქა­ლის­თვის დიახ ყვე­ლა ქა­ლის­თვის, ვინც ახ­ლაც იმ­ყო­ფე­ბა ძა­ლა­დო­ბის ქვეშ.

უამ­რა­ვი შემ­თხვე­ვაა, როცა თავ­დე­ბით გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ქმრე­ბი და ყო­ფი­ლი ქმრე­ბი ცო­ლებს ხო­ცა­ვენ, გა­მარ­თლე­ბუ­ლე­ბი ყელს ჭრი­ან ცო­ლებს, ეს რას ნიშ­ნავს?! ეს არ მი­ა­ნიშ­ნებს ქარ­თუ­ლი, სტე­რე­ო­ტი­პე­ბით, ნაც­ნო­ბი­ბით და გავ­ლე­ნე­ბით მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე?! ეს არ გვი­ჩენს გან­ცდას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­სა­მარ­თლო კლავს ქა­ლებს?! მინ­და დიდი მად­ლო­ბა გი­თხრათ ყვე­ლა ჩემს მხარ­დამ­ჭერს, ვინც სტე­რე­ო­ტი­პე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სტა­ტუ­სის მი­უ­ხე­და­ვად თვალ­ყურს ადევ­ნებ­და პრო­ცე­სებს გულ­მხურ­ვა­ლედ მი­ჭერს მხარს და მგულშმატ­კივ­რობს და ვის­თვი­საც საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი საკ­მა­რის­ზე მეტი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით ყვე­ლა­ფე­რი ცხა­დი­აა, მიყ­ვარ­ხართ მე თქვენ!!! მე ახლა ვი­წყებ რე­ა­ლურ ბრძო­ლას” – წერს დო­რო­ყაშ­ვი­ლი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here