




მსახიობი ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა. – ინფორმაციას მოზარდ მაყურებელთა თეატრის პროდიუსერი ავრცელებს.
„უმძიმესი დილა გაუთენდა მოზარდ მაყურებელთა თეატრს! მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი თეატრის წამყვანი არტისტი ბესო მეგრელიშვილი! სიტყვები უძლურია – 31 მარტს და 1 აპრილს სპექტაკლები ითამაშა, ხუმრობანარევად წაიწუწუნა – რაღაც ვერ ვარ კარგადო, წნევა შემომეჩვიაო… მაღალ წნევას უჩიოდა.
ექიმთან წადი-მეთქი, ვუთხარი. ამ მხრივ ურჩობდა, მოუთვინიერებელი იყო. ამიტომ დავაძალე. სახიფათო ასაკში ხარ (58 წლის იყო), თან შენი ჩავარდნა, როლების გამო, არ შეიძლება-მეთქი, ვეუბნებოდი. აღდგომის მერე მივალო. მოკლედ, მის მეუღლეს, მსახიობ ეკა თვაურს ვესაუბრე. როგორც ჩანს, ამ მაღალი წნევების დროს იყო ინსულტის მაგვარი რამ, არ ჩააგდო, მაგრამ როგორც ჩანს, ვეღარ გაუძლო და ინფარქტი განვითარდა.
ვაჰ… ჯერ მეტს ვერაფერს ვწერ“,- წერს დიმიტრი ხვთისიაშვილი.
ახლახანს ცნობილი ქართველი მსახიობი ალექსი გეწაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი ავრცელებს.
“გარდაიცვალა მსახიობი ალექსი გეწაძე
1980 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, საინტერესო იყო მის მიერ განსახიერებული როლები, რომელსაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა იშვიათი ხმის ტემბრი, ნიჭიერი მსახიობი და უღალატო მეგობარი დააკლდა მარჯანიშვილის თეატრს.
თეატრი სამძიმარს უცხადებს მის ძმას, კოლეგებს და მეგობრებს”