ხელვაჩაურში, სასამართლოს შენობასთან ახლოს, 5 წლის ბავშვი ძაღლმა დაკბინა. შემთხვევა დღეს, 17 ოქტომბერს, მოხდა. ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს და წერს, რომ ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

მათივე ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს. “ის ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული და შესაძლოა ყბა-სახის ქირურგიული ოპერაცია დასჭირდეს” – დაწერა გამოცემამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here