პრაიმჰაუსის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე გიორგი მეტრეველი ბოლო ხანებში ძალიან პოპულარული გახდა საზოგადოებაში. გიორგი უკვე სამჯერ იჯდა აუცაიდერების სკამზე თუმცა ხალხის სიყვარულმა და აქტიურობამ ის გადაარჩინა.
გიორგი რეალით შოუში გამარჯვებისთვის ბრძოლას კვლავაც განაგრძობს. უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ გიორგი მეტრეველი ცნობილი და ყველასათვის საყვარელი მომღერლის, მარკუს მეტრეველის ნათესავია. მარკუსი გიორგის ბიძაა.
როგორც გიორგი ამბობს, პანდემიის პერიოდში, სანამ ყველაფერი ჩაიკეტებოდა, საყვარელი ადამიანი ავტოსაგზაო შემთხვევით გარდაეცვალა. ამ ფაქტმა გიორგიზე ძალიან იმოქმედა. მისი თქმით ახლოს აღარავის უშვებს, რადგან დაკარგვის ეშინია. გიორგიმ არ დააკონკრეტა თუ ვისზე იყო საუბარი.
ჩვენი ბლოგი გიორგის წარმატებას და შოუში გამარჯვებას უსურვებს.