ამ წყვილს ბევრი მაყურებელი გულშემატკივრობს. აღმოჩნდა, რომ ისინი რეალურ ცხოვრებაშიც დაახლოვდნენ და სავარაუდოდ, იქორწინებენ კიდეც.
ჰანდე ერჩელმა 2018 წელს მოულოდნელად ბევრ პროექტზე თქვა უარი, რადგან დედამისს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. ჰანდემ ყველაფერი სცადა, დაატარებდა საავადმყოფოდან საავადმყოფოში, საუკეთესო ექიმებთან, გვერდიდან არ შორდებოდა დედას და აფინანსებდა ყველა ხარჯს, თუმცა ვერ უშველა და ეს მისთვის ყველაზე დიდი ცხოვრებისეული ტრაგედია იყო.
კერემი 34 წლისაა და ასევე საკმაოდ ცნობილი მსახიობია, არა მხოლოდ სერიალების, არამედ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების და პოპულარულია ამერიკაშიც.
როგორც მედიაში ვრცელდება, ახლა კერემი და ჰანდე თავს ბედნიერად გრძნობს და დიდი გეგმებიც აქვთ.