გაცვენილი თმა 1 კვირაში ამომიყვანა
ჩემი ქმარი საწოლში ნამდვილი მხეცი გახდა...
მამაკაცის სასაჩუქრე ნაკრები

76 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს რადიოს წამყვანი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი გულიკო კაკაბაძე.

გულიკო კაკაბაძე საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში 1976 წლიდან მუშაობდა. სხვადასხვა დროს იყო რადიოს ახალგაზრდული პროგრამების მთავარი რედაქციის რედაქტორი; ლიტერატურულ-დრამატული პროგრამების მთავარი რედაქციის რედაქტორი; რადიოს დრამატული პროგრამების პროდიუსერი, ავტორი და წამყვანი.

გულიკო კაკაბაძე იყო რამდენიმე რადიოპროექტის ავტორი, მათ შორის: „სასიქადულო მამულიშვილები“, „შეხვედრები თქვენი თხოვნით“, „ახალგაზრდა ხელოვანები“, „აბი გლუკოზა“, „მოგონების ერთი ფურცელი“, „მიყვარს რადიო“, „გთხოვთ, მობრძანდეთ“, „სახიობა“, „თეატრი მიკროფონთან“, „თეატრალური რადიოანშლაგი“, „თეატრალური ნოსტალგია“, „თეატრალური ანტრაქტი“, „თეატრალური შეხვედრები“.

გულიკო კაკაბაძეს მიღებული ჰქონდა ღირსების მედალი, რუსთაველის თეატრის პერსონალური ჯილდო რადიოში მომზადებული თეატრალური გადაცემებისთვის, პრემია „თეატრის ამაგდარი“, იყო საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი.

რადიოს ოქროს ფონდში ინახება გულიკო კაკაბაძის მიერ ჩაწერილი საპრემიერო სპექტაკლები თეატრის გამოჩენილ მოღვაწეთა ხმებით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here