საზარელი შემთხვევა მოხდა ახალხანს ზესტაფონში. მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა. შემთხვევა სოფელ წიფლავაკეში მოხდა. არსებული ინფორმაციოთ, მეზობლებს შორის კამათი მოხდა, შემდეგ კი ეს საშინელება დატრიალდა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მოკლული მამაკაცი 23 წლის ნოდარ მუმლაძეა. ის მეზობელმა საკუთარ ეზოში მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ზესტაფონში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 1 პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.