რუსთავში სასტუმროსთან 20 წლის გოგო დაჭრეს. დაჭრილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კლინიკის დირექტორის განცხადებით, გოგოს დაზიანებები სავარაუდოდ, ცივი იარაღით, მუცლის არეში აქვს მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ერთ-ერთი სუპერმარკეტის მოლარეა და ჭრილობები ცივი იარაღით მას გვიან ღამით მიაყენა.

უცნობია რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.

შსს-მ სავარაუდო დამნაშავე, უკვე დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 18 წლის გოგო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here