ტრაგიკული შემთხვევა მოხდა დღეს აჭარაშიც. ახალგაზრდა ბიჭს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ ერგეში მოხდა.

დაღუპული 34 წლის აკაკი ბოლქვაძეა. უცნობია რა ვითარებაში მოხდა ეს ტრაგედია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ბიჭი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. სხვა დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here