31 მარტს თბილისში შარტავას ქუჩაზე ავარია მოხდა, რა დროსაც 8 წლის დათი ქოქრაშვილი მძიმედ დაშავდა. ახლა ის გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფება.

დათის მამა, ირაკლი ქოქრაშვილი შვილის ჯანმრთელობის შესახებ ახალ ინფორმაციას „სარკის“ მკითხველს უზიარებს და ჰყვება, რომ დათისთვის გერმანელები და ამერიკელები უპრეცედენტო პროთეზების შექმნას ცდილობენ.

„აქ გამოფრენა ძალიან გაგვიჭირდა. ორი ვარიანტი გვქონდა, ან ამერიკაში წასვლა, ან გერმანიაში. ორივე ქვეყანაში პროთეზების კომპანიას ველაპარაკებოდით. ერთ-ერთი კომუნიკაციის დროს გერმანელებმა გამოთქვეს აზრი, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი, პროთეზები და საავადმყოფო ერთობლივად იმუშავებდნენ და ალბათ რამეს მიაღწევდნენ. არ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი და რადგან პირველი შემთხვევაა, ეცდებიან, რაღაც ახალი შექმნან. ასე მოვხვდით სარეაბილიტაციო ცენტრში. ჯერჯერობით კი ისევ ისე ვართ, ბევრი პრობლემის წინაშე. უფლის წყალობით, ალბათ, ყველაფერი კარგად იქნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here