ცნობილი ექიმი-კარდიოლოგი, ანა ოთარაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო წერს.

„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საკრებულოს წევრის და ექიმი-კარდიოლოგის, ანა ოთარაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

არა მხოლოდ თელავის მუნიციპალიტეტმა, არამედ ქართულმა საზოგადოებამ დაკარგა ერთ-ერთი საუკეთესო ექიმი, საკუთარი საქმის პროფესიონალი, გამორჩეული პიროვნება და საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი.

მას ყოველთვის მადლიერებით და სიყვარულით გაიხსენებენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here