7 თვის წინ, თბილისში მომხდარმა საზარელმა შემთხვევამ მთელი ქვეყანა შეძრა. მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს ავტობუსში, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ყელი გამოჭრა. მოკლული ქალის დედამ ახლახანს პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც ის ამბობს, ცდილობენ რომ მკვლელი შეურაცხადად გამოაცხადონ და გაათავისუფლონ.

,,მოვითხოვ იმას, რომ უმკაცრესად დაისაჯოს. ანუ, სამუდამო უნდა მისცენ იმ ადამიანს, რომელმაც პროვოცირება მოახდინა ძალიან ბევრ ადამიანზე. ჩემი შვილის შემდეგ, უკვე მე მგონი 9 თუ 10 მკვლელობა მოხდა, ისევ და ისევ ქმრებისგან მოკლულ ცოლებზე მაქვს აქცენტი.

მე ვიცი, რომ ჩემს შვილს, ამით, რომ მას მიუსაჯონ სამუდამო თუ 20 წელი, არაფერი ეშველება, მაგრამ მე მინდა გავუფრთხილდე სხვისი შვილების სიცოცხლეს. მე მაქვს ეს ინფორმაცია, რომ მისთვის ცდილობენ, რომ ისეთი საბუთი გაუკეთონ, რომ არის იგი შეურაცხადი, რის გამოც, ის შეიძლება ფსიქიატრიული საავადმყოფოდან მერე თავისუფლებაზე მოხვდეს“, – ამბობს მოკლული ქალის დედა ,,მთავარ არხთან“ საუბრისას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here