და­მაკ­ნი­ნეს, თაღ­ლი­თი შე­მარ­ქვეს, გამ­ძარ­ცვეს – ხალ­ხს მა­ინც ვერ შე­აყ­რით თვა­ლებ­ში ნა­ცარს, ფაქ­ტე­ბი ჩემს გვერ­დზე დევს და უკვე ათა­სო­ბით მო­წყო­ბი­ლო­ბა­შია ჩა­წე­რი­ლი,- ამის შე­სა­ხებ ავე­ჯის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია “მე­ლა­ძის“ მფლო­ბე­ლი, ვაჟა მე­ლა­ძე წერს.

“ძებ­ნა­ში ვარ ოფი­ცი­ა­ლუ­რად, მგო­ნი, ბევ­რი დაბ­ნე­უ­ლია ამ ფაქ­ტით, ცოტა მეც დაბ­ნე­უ­ლი ვარ, მაგ­რამ ვე­გუ­ე­ბი.

და­მაკ­ნი­ნეს, თაღ­ლი­თი შე­მარ­ქვეს, გამ­ძარ­ცვეს, ჩემი ყვე­ლა უფ­ლე­ბა “და­ი­კი­დეს“, ჩემს შვილ­თან ბედ­ნი­ე­რი წუ­თე­ბიც წა­მარ­თვეს, “რი­ჟი­კაც“ შე­მარ­ქვეს ზოგ ეთერ­ში, მაგ­რამ არა­უ­შავს.

გპირ­დე­ბით, ყვე­ლას სა­თა­ნა­დო პა­სუხს გაგ­ცემთ, გჯე­რო­დეთ თი­თე­უ­ლი პირი, ვინც ჩემს ანტი-კამ­პა­ნი­ა­შია გა­რე­უ­ლი და ყალ­ბი ბრალ­დე­ბის შედ­გე­ნა­შია მო­ნა­წი­ლე, და­ის­ჯე­ბით, თქვენ­თვის ყვე­ლა ნაც­ნო­ბი სა­შუ­ა­ლე­ბით. ამის პი­რო­ბას გაძ­ლევთ და ვინც მიც­ნობს, იცის, რომ სი­ტყვას ყო­ველ­თვის ვას­რუ­ლებ.

შე­იძ­ლე­ბა და­მი­ჭი­როთ, გა­მა­ნად­გუ­როთ, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე სა­ში­ში მა­შინ ვიქ­ნე­ბი, მი­წას­თან გას­წო­რე­ბულს რომ და­მი­ნა­ხავთ.

თუმ­ცა­ღა, მი­ხა­რია, რომ ჩემი სი­ტყვის თქმა მო­ვას­წა­რი. ზოგი ისე გა­ის­ტუმ­რეთ იმ ქვეყ­ნად, ხმის ამო­ღე­ბაც ვერ მო­ას­წრეს, რამ­დე­ნი ახალ­გაზ­რდა შე­ი­წი­რა თქვენ­მა ბინ­ძურ­მა სის­ტე­მამ, ათა­სო­ბით, მაგ­რამ მოვა დრო და მოვა ჩემი თა­ო­ბა თქვენს საფ­ლავს ზე­დაც არ და­ვა­ფურ­თხებთ, თქვენ იქ­ნე­ბით ყვე­ლა­ზე მი­ვი­წყე­ბუ­ლი ბნე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სიმ­ბო­ლო­ე­ბი.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რის ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის მთავ­რო­ბის ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი ძლი­ერ ცდი­ლობ­დნენ თავი გა­მო­ი­დონ და სა­ხალ­ხო სკან­და­ლად მაქ­ცი­ეს, მაგ­რამ ისევ უშე­დე­გოდ. ხალ­ხს მა­ინც ვერ შე­აყ­რით თვა­ლებ­ში ნა­ცარს, ფაქ­ტე­ბი ჩემს გვერ­დზე დევს და უკვე ათა­სო­ბით მო­წყო­ბი­ლო­ბა­შია ჩა­წე­რი­ლი, ამი­ტომ თქვენს ბედს ვერ და­ე­მა­ლე­ბით.

როცა წყა­ლი იმა­ტებს, თევ­ზე­ბი ჭა­მენ ჭი­ან­ჭვე­ლებს, როცა წყა­ლი იკ­ლებს, ჭი­ან­ჭვე­ლე­ბი – თევ­ზებს – ეს გახ­სოვ­დეთ“,- წერს მე­ლა­ძე.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ავე­ჯის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია “მე­ლა­ძის“ მფლო­ბე­ლის, ვაჟა მე­ლა­ძის მი­მართ ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­და. უწყე­ბის ცნო­ბით, ვაჟა მე­ლა­ძეს ბრა­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე წა­რუდ­გი­ნეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here