დიდი ტრაგედია დატრიალდა თელავში. 26 წლის გოგო მეგობარმა მამაკაცმა მოკლა. ახალგაზრდა ქალს სამი შვილი დარჩა. ოჯახის წევრების თქმით, დაზიანებები ქალს ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა ალაზნის გამზირზე მოხდა. მათივე ცნობით, ქალი, სავარაუდოდ, მეგობარმა მამაკაცმა მოკლა, რომელთანაც წარსულში კონფლიქტი ჰქონდა.

”მთავარის” ინფორმაციით 26 წლის ქალს კაცმა სასიკვდილო დაზიანებები 7 წლის შვილის თვალწინ მიაყენა.

დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა – მკვლელობის ადგილას პოლიციაა მობილიზებული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here