საზარელი შემთხვევა მოხდა ცოტახნის წინ წყალტუბოში. ახალგაზრდა ქალს, მამამთილმა შვილების თვალწინ დანა რამდენჯერმე დაარტყა. არსებული ინფორმაციით შემთხვევა მეუღლის სასაფლაოზე მოხდა.
ახალგაზრდა ქალი გურანდა მაღლაფერიძეა. ქალს გულმკერდის და ზურგის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული, ერთი დაზიანება კი თავთან აქვს.
დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ საქმეზე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.
ფოტო პირობითია