ემიგრაციაში კიდევ ერთი ქართველი გარდაიცვალა. ახლობლები სამშობლოში მის დასაბრუნებლად დახმარებას ითხოვენ:
“ამ გოგოს ემიგრაციაში მოუსწრო სიკდილმა😪
იტალიაში, ნაპოლში შეწყდა მისი გულისცემა… სხვის სახლში… სხვა ხალხში… შორს სამშობლოდან… შორს შვილებისგან 😪
ერთხელ აფხაზეთიდან გამოასწრო სიკვდილს, სულ პატარამ… ერთმა ციცქნამ😪
აქ კი ვეღარ გაექცა ულმობელ სიკვდილს😪
ვეღარ გაექცა და …
ახლა, 37 წლის ,,უნა სტრანიერა”-ს (უცხოელი ქალი) ქრისტინა არქანიას ცხედარი ყველა საჭირო პროცედურას გადის სამშობლოში დასაბრუნებლად 😪
მთავარი ჭირისუფალიც აქ ჰყავს, უფროსი დაიკო Londa Arqania … ის უნდა გაჰყვეს… ძვირფასი ცხედარი უნდა მიასვენოს სახლში და იქ უნდა დაიტიროს… ხმამაღლა… ხმისჩახლეჩამდე 😪
აქ გულში სტირის 😪
აქ არავის უნდა ჩვენი ცრემლების დანახვა😪
მტერიც რომ შეგებრალება, ისეთი ტრაგედიაა 😪
ძვირფასო ემიგრანტებო, უთქმელადაც მიხვდებით, რომ ჩვენი გვერდითდგომა სჭირდება ლონდას. ვისაც როგორ შეგვიძლია…
აქ თხოვნა, არა მგონია ,საჭირო იყოს!!!
ნუ დავტოვებთ მარტო გამწარებულ დას!!!