გაცვენილი თმა 1 კვირაში ამომიყვანა
ჩემი ქმარი საწოლში ნამდვილი მხეცი გახდა...
მამაკაცის სასაჩუქრე ნაკრები

,,პრაიმ ჰაუსის” მონაწილე დეა ხიდეშელი (ბაგირა) გურამ შეროზიას უპირისპირდება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც ბაგირა წერს, გურამი მხოლოდ სტრატეგიული გათვლებით მოქმედებს და მის თავიდან მოშორებას ცდილობს.

,,გურამ შენ გუშინდელ live-ში, შენი საქციელი ყველა მხრიდან დამამცირებელი იყო ჩემს მიმართ.

ვოცნებობდი და ვფიქრობდი, რომ ამ რთულ მომენტში გამოვავლენდით თანადგომას და ჩვენი ურთიერთობა იქნებოდა ბევრისთვის მისაბაძი, ვუჩვენებდით ერთგულების და თავგანწირვის ნამდვილ მაგალითს და მე ამისთვის მზად ვიყავი, რომ შენთვის მემოქმედა, რადგანაც წინასწარ ვაანალიზებდი, თუნდაც ამით რა დიდ სიკეთეს მოვიმოქმედებდი საშენოდ, იქ სამომავლოდ, ფინალში… მე ასე მწამს სიყვარული და თანადგომა გურამ, ასე მასწავლეს და ასე გამზარდეს!

თუმცა მივიღე ცივი სტრატეგიული გათვლები, დამცირება და შენგან თავიდან მოშორების მცდელობა, ეგოისტური ფიქრები საკუთარ თავზე და ისიც საკუთარი თავის გადარჩენაზე და ბოლოს ჩემთან ხმებით ვაჭრობა! გუშინდელი შენი საქციელი მტკივნეულია, ხალხის ასე მოტყუება კი (კარგად იცი, რომ არავინ გადამარჩენს, მაგრამ მართალი ხარ, ხმები არ დაკარგო გურამ… შენ არ გაინტერესებს არავინ საკუთარი თავის გარდა) არასდროს არ ვიკადრებ ამას და ვერ გავიმეორებ იგივეს და დავამტკიცე ბევრჯერ, რომ საკუთარ რეპუტაციაზე უფრო ნაკლებად მიფიქრია და გამოვრბოდი ყვავილებით შენკენ, ვითმენდი შენს თავხედურ საუბარს საძინებელში, რომ ხალხს შენზე ცუდი არ ეფიქრა, როგორ ვერ დაინახე გურამ?

მარტო თამაში არ არის ეს ცხოვრება გურამ და მე ქალი ვარ, გული მაქვს და მე ის გული მტკივა! შენი გუშინდელი საქციელი, საერთოდ არ ჯდება სიყვარულის ჩარჩოებში და მას სხვა სახელი აქვს „მხოლოდ ბიზნესი“…

ვერ ვხვდები, სად გააქრე ასე უცებ დეა ხიდეშელი და სად გააქრე შენი გულწრფელობა?!

რატომ ვგრძნობ თავს, თითქოს ჭადრაკის ფიგურა ვარ და თითქოს საჭირო აღარ ვარ შენს კომერციულ და ტაქტიკურ სვლებში?

იმიტომ, რომ ბრმა ვარ! ბრმა ვარ! ბრმა!”, – წერს ბაგირა სოციალურ ქსელში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here